გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, ბაღის აღსაზრდელებს, მასწავლებლებსა, და მშობლებს მიულოცეს, პირველკლასელებს კი საჩუქრები გადასცეს.
,, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს სკოლაში. დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან მრავალფეროვანი და წარმატებული გზა ელით. ჩვენთვის მომავალი თაობა და მათ განათლებაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში ჩოხატაურში არაერთი სკოლა და ბაღი აშენდა, ნაწილს კი ჩაუტარდა რეაბილიტაცია. აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განახლებას, ჩვენი მიზანია ბავშვებისთვის ღირსეული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა“, _ აღნიშნა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved