ახალი სასწავლო წლიდან მეორეკლასელებისთვის გაკვეთილები 5 წუთით შემცირდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„წელს, დაწყებით საფეხურზე, I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. განსხვავებული საგნები შემოდის. რაც მთავარია, ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი – ნაკლები საშინაო დავალებაა, აქცენტი უფრო მეტად გადატანილია საკლასო და სასკოლო აქტივობებზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრონული რესურსები, რომლებიც უფრო აქტიურს გახდის საგაკვეთილო პროცესს, იქნება მრავალფეროვანი. თითოეულ სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნს ასეთი რესურსები ახლავს. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, პროგრამებით, მიდგომებით, ასევე მეორე კლასელებისთვის 5 წუთით შემცირებული გაკვეთილებით, ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს სკოლაში მისული მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ გვინდა, რომ ყველასათვის საინტერესო გახდეს სასწავლო პროცესი და არ იყოს დამღლელი. რაც მთავარია, მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად – დაზეპირებაზე; მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად – ტვიტრთადქცეულ დავალებებზე, რომლებიც მოსწავლეს არაფერს აძლევს. ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში 1-ლიდან მე-6 კლასის მასწავლებლების გადამზადება განხორციელდება ყველა საგანში. ახალ მიდგომებსა და სახელმძღვანელოებს განსხვავებული მეთოდიკები და სტანდარტები სჭირდება“, – განაცხადა ლია გიგაურმა.