ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი გენერალურ პროკურორს განცხადებით მიმართავს.
“საქართველოს გენერალურ პროკურორს
ბატონ გიორგი გაბიტაშვილს
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.
განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 171 ხელმოწერა”,_ ქვეყნდება თეატრის გვერდზე აღნიშნული განცხადების ტექსტი ხელმომწერ პირთა სიასთან ერთად.
ინფორმაციისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 5 დეკემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.