ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა – ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადაიდო 5 მარტისთვის !
ხვალ მოსამართლე საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს, დატოვებს თუ არა მსახიობს ციხეში!
გელოდებით ყველას 10:00 საათიდან საქალაქო სასამართლოში”,_ ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს .მას ბრალად ედება „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, მასში მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება“.