გურიაში თხილის ახალი მოსავლის აღება მალე დაიწყება. ქეჩხოსგან მარცვალი უკვე კარგად ირჩევა.
ოზურგეთში აქა-იქ უკვე დაიწყეს მიღება. ფასს რაც შეეხება, რომელიც ასე აინტერესებს დიდ-პატარას, „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ ზოგან ერთი კილოგრამი 1,50 ლარი ღირს, ზოგან კი -სამი ლარიც!
როცა მეთხილე ოპერატორებთან ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ, ირონიული პასუხებიც მივიღეთ.
_სად ღირს სამი ლარი? ვიღაცა თუ მოირბენს და ზღვაზე, დამსვენებლებთან გასაყიდად უნდა თხილი, შემთხვევითობის წყალობით, ალბათ, გაყიდის სამ ლარად. ისე კი 1,50 ლარად იბარებენ , აქა-იქ. მოგინდათ ახლა სამი ლარი დასაწყისშივე. ნეტა, იყოს, ჩვენც გვინდა, მაგრამ სადაა? – გვიპასუხეს თხილის მიმღებ პუნქტებში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ წელს გურიაში თხილის უხვი მოსავალია. თუმცა, მოსახლეობაში განწყობა მაინც პესიმისტურია -მაღალ ფასს არ ელოდებიან.
ავტორი