ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისა და გოგიეთის საზღვარზე ტყეში ხანძარია.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოადგილემ სერგი ლეჟავამ განუცხადა, ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია ვერტმფრენიც.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.