მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში განახლებული სახეები იქნებიან, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ვინ დატოვებს ან ჩაანაცვლებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
ამასთან, სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით ბახტაძემ აღნიშნა, რომ გაერთიანება 6 სამინისტროს შეეხება, კონკრეტულად თუ რომელი სამინისტროს გაერთიანებდება იგეგმება, ამასთან დაკავშირებით მომავალმა პრემეირმა კომენტარი არ გააკეთა.