ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, 28 თებერვალს, ნანა ქარჩავას უფლებამოსილება ცნეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ განაცხადა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა საკრებულოს წევრს, ნათია გოლიაძეს. ხოლო სიაში რიგით მეცხრამეტემ, ნათია ლომჯარიამ უარი განაცხადა. მომდევნო წევრი კი, ვინც თანხმობა თქვა საკრებულოს წევრობაზე, იყო ნანა ქარჩავა.
_ახალგაზრდა ქალბატონია. მჯერა, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, _ თქვა დავით დარჩიამ.
თავის მხრივ ნანა ქარჩავამ მადლობა გადაუხადა ყველას და თქვა, რომ საკრებულოს წევრებთან ერთად, ბევრ საინტერესო საქმეს გააკეთებს.
განკარგულებას ქარჩავას საკრებულოში წევრად შესვლის თაობაზე, მხარი ყველამ დაუჭირა.
[sexy_author_bio]