ამ დიეტის აუცილებლობა და რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი წელი ჩვენში ორჯერ აღინიშნება. შესაბამისად, პურმარილები და წვეულებებიც გაორმაგებული დოზებით გვაქვს, რასაც, გარდა იმისა, რომ სწრაფად გასუქება მოჰყვება, ორგანიზმიც ძნელად იტანს და, შედეგად, შეიძლება, არაერთმა გაუთვალისწინებელმა პრობლემამ იჩინოს თავი.
პირველი დღე – 1 კილოგრამი ვაშლი და 1 კილოგრამი კიტრი (გათლილი) დღის განმავლობაში თანაბრად გადაანაწილეთ. კვებასა და კვებას შორის შუალედები თავად გამოთვალეთ.
მეორე დღე – 1 კილოგრამი მოხარშული კარტოფილი, 1 კონა მწვანე ხახვი, ყველანაირი მწვანილი, 1 კონა სალათის ფოთლები დაჭერით, აურიეთ ერთმანეთში, მოასხით 1 სადილის კოვზი ძმარი, მოაყარეთ ცოტა მარილი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.
მესამე დღე – ნებისმიერი ხილის ახალგამოწურული წვენი (უშაქრო) – 2 ლიტრი დღის განმავლობაში.
მეოთხე დღე – მოამზადეთ სალათა ნახევარი კილოგრამი უმი კომბოსტოს, 2 ცალი უმი სტაფილოსა და 3 ცალი გათლილი კიტრით და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.
მეხუთე დღე – მოამზადეთ 2 ცალი ბანანის, 2 ცალი ფორთოხლის, 2 ცალი ვაშლის, 2 ცალი გრეიპფრუტისა და 2 ცალი მსხლის ასორტი, გაანაწილეთ 5-6 ულუფაზე და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.
სითხე – დღის განმავლობაში 2-2,5 ლიტრი.