ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ლოლუამ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, ფინალამდე ჩინელი ხუოინ ში, რუმინელი დენის ფლორინ მიხაი და თურქი მუხამედ ჩაქირი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირანელ ახმად ბალუტაკს 9:7 სძლია.
ლოლუამ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, ფინალამდე ჩინელი ხუოინ ში, რუმინელი დენის ფლორინ მიხაი და თურქი მუხამედ ჩაქირი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირანელ ახმად ბალუტაკს 9:7 სძლია.
18 წლის ვახტანგ ლოლუა წარმოშობით ხობიდან არის. სწორედ იმ ქალაქიდან, საიდანაც ნუგზარ წურწუმია იყო. ანალოგიურ შედეგს 2019 წელს სწორედ წურწუმიამ მიაღწია და საქართველოს ოქრო მოუტანა. მას შემდეგ, 6 წელია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყოლია.





































































