BBC– ის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის ახალი მთავრობა აცხადებს, რომ აპირებს გააუქმოს მოწევის აკრძალვა ქვეყანაში, ამის მიზანი კი გადასახადების შემცირების დაფინანსებაა.
როგორც ცნობილია, კანონმდებლობა, რომელიც წინა მთავრობის დროს მიიღეს, მომავალი წლიდან ითვალისწინებდა სიგარეტის გაყიდვის აკრძალვას 2008 წლის შემდეგ დაბადებულთათვის.
მოწევა ახალ ზელანდიაში პრევენციული სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და პოლიტიკა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობის შეჩერებას ამ ჩვევისგან.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის მთავრობის ახალ, მოულოდნელ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ექსპერტები მკაცრად აკრიტიკებენ.