ავსტრალიის კონკურენციის მარეგულირებელმა გამოძიება დაიწყო იმის შესახებ, თუ რამდენად ახდენს გავლენას Facebook და Google მედია სექტორზე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ის ასევე გამოიძიებს აშშ-ს ტექნიკური კომპანიების მიერ საინფორმაციო საშუალებების ჩაშლა აზიანებს თუ არა მომხმარებლებს და გამომცემლებს.
ხელისუფლების განცხადებით, გამოძიება მედიის რეფორმების შემადგენელი ნაწილია და მედიის მომავლით გამოწვეულ შეშფოთებას უკავშირდება.
როგორც ცნობილისა, ტრადიციული მედია კომპანიები ონლაინ კონკურენტების მიერ ცუდ მდგომარეობაში არიან და სარეკლამო შემოსავლების მკვეთრ ვარდნას განიცდიან.