“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკოსები ჟურნალისტების შეკითხვების გამო ალაპარაკდნენ:
“არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი. ეს ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა, მაგრამ მთელი კვირაა ჟურნალისტები გვეკითხებიან, დავუჭერდით თუ არა მხარს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს. არ ვიცი, საიდან მოდის ეს, რომ ახლა უნდა განვაცხადოთ და ახლა არის ამის დრო. ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ახლა არ არის ამის დრო“, – თქვა მანჯგალაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში.
შეგახსენებთ, პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ნიკა მელიას ერთიან კანდიდატობას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, “დამარცხების ფორმულა” უწოდა.
წყარო: მთავარი არხი