“ახლა კონსტიტუცია ბიძინასია, რეალურად ის ქვეყნის და ხალხის აღარაა”, _ ეს განცხადება ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. როგორც ცისკარიშვილი ამბობს, ამის თქმის საფუძველს პრეზიდენტზე მრავალწლიანი შეტევა აძლევს. ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ერთიანობაში პრეზიდენტის არჩევის წესისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცას მოიაზრებს, მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ინტერესიდან მომდინარეობს და ის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგაა მიმართული.
“ამჟამად კონსტიტუცია ყველაზე მძმე ეტაპზეა,რადგან რეალურად ის ქვეყნის და ხალხის აღარაა. როცა პარლამენტის თავმჯოდმარე შეხვედრებს, სხდომებს ატარებს, ის თავადაც ამბობს, რომ კონსტიტუცია ყველასია, თუმცა ეს ასე არ არაა. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ახლა კონსტიტუცია ბიძინასია. ამის თქმის საფუძველს პრეზიდენტზე რამდენიმეწლიანი შეტევა მაძლევს, რომლის სათავეშიც თავად ივანიშვილია, რადგან მარგველაშვილი არ აღმოჩნა ადამიანი,რომელიც ადვილად პრივატიზებული იქნებოდა, როგორც მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
წლების განმავლობაში ვაკვირდებიდით იმას, თუ როგორ უკრძალავდა ბატონი ბიძინა მთავრობას პრეზიდენტთან ურთიერთობას , ახლაც ამ რეჟიმში ვართ, უბრალოდ ფაზა შეიცვალა. ახლა ამაში პარლამენტის სპიკერია ჩართული, ეს ზრდილობიანი ვაჟკაცი უფრო მოტივირებულია, რომ მის დამფასებელს რაც შეიძლება ხშირად ასიამოვნოს. იგი ერჩის პრეზიდენტს, რაც სინამდვილეში მხოლოდ მარგველაშვილის რეიტინგის ზრდას ემსახურება. ეს გახლავთ წინასწარ გაწერილი დოკუმენტი, რომელიც ბიძინასია” _ ამბობს სოსო ცისკარიშვილი.