“საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის მაქსიმალურად მზად, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური და ავადმყოფები არ გაწვალდნენ, დროულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება,” – ამ განცხადებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აკეთებს.
ცერცვაძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მესამე დოზა გარანტირებულად იცავს.
“საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის მაქსიმალურად მზად, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური და ავადმყოფები არ გაწვალდნენ, დროულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება.
ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, რადგან ორი დოზაც, მაგრამ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს. ახლა მაინც ამ ტალღას შევხვდეთ ღირსეულად. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, ჩვენი პასუხისმგებლობაც და მოქალაქეობრივი მოვალეობაც იყოს ასევე მზად ამ ტალღისთვის და გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.