ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კლუბ “ბასიანის” დახურვას ეხმიანება.
“ყველა კლუბი იხსნება ბასიანის გარდა. თუ, კლუბიდან ნარკოტიკის გაყიდვა იყო მთავარი პრობლემა, აქ, ეს გამორიცხულია. არცერთ ფარულ მასალაში, ბასიანიდან ნარკოტიკი არ იყიდებოდა. ამას ვამბობდი ზუსტად. ბერა გაბრაზდა, რომ მას დაუკავშირეს ეს კლუბი და სამაგალითოდ სჯიან. ახლა უნდა ველოდოთ, პრინცს გაბრაზება როდის გადაუვლის. მანამდე, ალბათ, ბიზნესიც განადგურდება. სხვათაშორის, ეს, ის ბიზნესია, ევროპულ კონკურენტებს რომ გადაუჯოკრა“, _ წერს ჟორჟოლიანი.