ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაუყონებლივ დატოვონ ქვეყანა კერძო სახმელეთო ტრანსპორტით.
სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად უახლოეს დღეებში.
რუსეთის დარტყმები უკრაინაში მუდმივ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა, კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუ ეს უსაფრთხოა.