ოზურგეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე ბიულეტენები აკლია:
_ თითქმის ყველა უბანზე 40-50 ბიულეტენი აკლია, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას თიკო შარაშენიძე.
მისივე ინფორმაციით #33 საარჩევნო უბანზე, სადაც 1216 ამომრჩეველია 1150 ბიულეტენი მივიდა და 1216 კონვერტი მივიდა.
აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ ოზურგეთის სალქო საარჩევნო კომისიაში.
კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის თქმით უბნებზე ბიულეტენები დალუქული მიიტანეს:
_ ჯერ არავის გაუხსნია და როგორ ნახეს რომ აკლია? ყველა უბანზე დავარიგეთ ბიულეტენები, რომლებიც დალუქული, ბეჭედდასმული და დაპლომბილია. საუბნო საარჩევნო კომისიებს დათვილი გავატანეთ და ამ პროცესს კომისიის ცამეტივე წევრი ესწრებოდა. გვაქვს დანომრილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შემიძლია მივაწოდო. ეს ყველაფერი თავისი ნუმერაციითაა აღრიცხული და შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უბნებზე ნაკლები ბიულეტენებია სინამდვილეს არ შეესაბამება, _ გვითხრა თენიეშვილმა.