“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, გუშინ, დაახლოებით, 3 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ საკრებულოს ის დეპუტატები დაიბარა, ვინც პარტია “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ. შეკრებას ესწრებოდნენ სოფლების მაჟორიტარი დეპუტატები და პარტიის წევრები. დავით დარჩია შეკრებილებს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა.
“რა ხდება თქვენს სოფლებსა და უბნებში, რა სიტუაციაა?! ვინმე ხომ არ აპირებს აქციაზე წასვლას? აკონტროლეთ სამარშრუტო ტაქსები და მაცხოვრებლები, თუ ვინმე მიდიოდეს, აუცილებლად ჩაგვაყენეთ საქმის კურსში. გაგვაგებინეთ, აკონტროლეთ სიტუაცია, _ გვითრა საკრებულოს თავმჯდომარემ”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” რამდენიმე დეპუტატი.
ჩვენ აღნიშნულო ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომრეს დავით დარჩიას, რომელმაც დეპუტატებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა, მაგრამთქვა, რომ ეს არ შეეხებოდა აქციებს.
_ მქონდა ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა. არ მაქვს უფლება, ჩვენი გუნდის წევრებს შევხვდე? თვეში ერთხელ ვხვდები, რა აქცია, რის აქცია. ყუილია, ვინ გაწვდით ასეთ ამბებს?! მაგ თემაზე საუბარი არ ყოფილა, _ გვითხრა მან.