აქცია პარლამენტთან განახლდა. მას სტუდენტები შემოუერთდნენ. სტუდენტების მოსვლას აქციაზე მოსული ხალხი ტაშით შეხვდა.
ამ წუთებში ზაზა სარალიძე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს. ის აღნიშნავს რომ თავის შვილის სულს არასდროს არავის მიყიდის და რომ ამ აქციის უკან პოლიტიკა არ არის.
“სისტემა ისევ ჩემს მოტყუებას ცდილობს, თითქოს საქმე გამოსაძიებლად გახარიასთან წავა.
გახარიას 2 თვის უკან მივმართე მაგრამ არ გამომხმაურებია. ვენდო მე მაგათ?“_აცხადებს სალარიძე.