დავით ორაგველიძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და შემდეგ სახის კომენტარს აკეთებს:
“ისევ ჩვენ თუ დავეხმარებით ერთმანეთს, თორემ მთავრობას ფეხებზე ვკიდივართ. ფოტო გადავიღე ვარკეთილში, სადაც გამყიდველს პენსიონრებისთვის ვაშლი სხვა ფასად აქვს, ვიდრე რიგითი მყიდველისთვის #ესსაქართველოა #ვიზრუნოთერთმანეთზე“, _ წერს დავით ორაგველიძე.
ფოტოზე აღბეჭდილი წარწერა გვამცნობს, რომ ვაშლის გამყიდველი ვაშლს 1,80 ლარად ყიდის, პენსიონერებს კი 30-თეთრიან ფასდაკლებას უკეთებს.