ცაგერსა და ამბროლაურში აქციას „ლელოს“ ცაგერის და ლენტეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები აორგანიზებენ – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გავიდა დრო, გადაიარა „ქართული მიწის დაცვით“ შეფუთულმა გულზე მჯიღის ცემის პერიოდმა და ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიეთ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება. ჰოდა, რაც ყველაზე საინტერესოა, ამ პოლიტიკური აქციების პროცესში უკვე ღიად ჩაერთო პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, იცით ვინ აორგანიზებს დღევანდელ აქციას ცაგერსა და ამბროლაურში? ლელოს ადგილობრივი – ცაგერის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგიტა ახვლედიანი, ასევე, ლენტეხის ორგანიზაციის წარმომადგენლები – გამზა და რაჯი ლიპარტელიანები. მოვუწოდებ მედიას, სასწრაფოდ დაინტერესდნენ ამ ადამიანების ჩართულობით და აჩვენონ საზოგადოებას, რომ სწორედ ისინი აორგანიზებენ აქციას და პარტიული აქტივი მიჰყავთ შეკრებაზე!!!- აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.