სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა დააკავეს. გაბედავას დაკავებას კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში სიტუაცია დაძაბულია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ორგანიზებით, მასშტაბური აქცია უკვე მეორე დღეა, იმართება. აქციის მონაწილეების პროტესტი კლუბებში „ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.