თბილისში „ქართული ოცნების“ აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა.
საგარეჯოში მერის ავტომანქანა სამარშუტო ტაქსს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდნენ.
ავარიის დროს გურჯაანის მერიის პრესსამსახურის სპეციალისტმა დაზიანება თვალის არეში მიიღო.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
ამ დროისთვის დაშავებულებმა საავადმყოფო უკვე დატოვეს.