დღეს დილით დაძაბული მდგომარეობა იყო საწარმო “გულისტანში.“ გაფიცულმა მუშებმა კომპანიის მეპატრონეს გზა გადაუკეტეს და პროდუქციის გამოტანის და ტრანსპორტირების საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილის ვასო ნადირიძის თქმით, ადგილზე იმყოფება პოლიცია.
“ახლა სიტუაცია დაწყნარდა. დილით იყო დაძაბული ვითარება. არ მივცემთ ამ ადამიანებს დამზადებული პროდუქციის გატანის საშუალებას. მანქანის მძღოლმა ბოლოს გამოვიდა და უარი თქვა ჩვენ წინააღმდეგ წასვლაზე. შემდეგ კომპანიის ერთ-ერთი მეპატრონემ სცადა გადაადგილება, მაგრამ, ჩვენ ამის უფლება, არ მივეცით. ყველაფერზე წამსვლელები არიან“ ,- გვითხრა ვასო ნადირიძემ.
დდეს 22-ე დღეა, როდესაც “გულისტანის“ მუშები გაიფიცნენ და მშვიდობიან აქციას მართავენ. ისინი ხელფასების მატებას და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ითხოვენ.