აქციის ერთი–ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მისი შვილი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააკავეს. ის ასევე აცხადებს, რომ თვითონ ონკოლოგიური დაავადების მქონეა.
“მანქანიდან გადმოიყვანეს ჩემი შვილი და ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანით წაიყვანეს.
არ ვიცი, სად არის, ვრეკავ ყველგან, მაგრამ პასუხს არავინ მცემს, არც პოლიციელები მპასუხობენ. ონკოლოგიური დაავადების მქონე ვარ, ცუდად ვარ, არ მყავს დასაკარგი შვილი. ესენი არიან არაადამიანები და წერა–კითხვის უცოდინრები“, _ ამბობს აქციის მონაწილე.