მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:
“ვილაპარაკეთ და ინტერესის გათვალისწინებით გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე – მივიღე ისეთი რისხვა. შენ მე ვინ გგონივარო? მე აქ რისთვის ჩამოვედი ჩემს ქვეყანაში, რომ კიდევ სადღაც გავიდეო? მოკლედ, ძალიან არ მოეწონა…ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო, დამიბრიალა თვალები”.