“გვინდა, სკოლებში ბოსტნები იყოს” _ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაახმოვანა.
მინისტრის თქმით, მოსწავლეებს თავიანთი შრომის ნაყოფი უნდა ჰქონდეთ:
“ბრიუსელში ვიზიტის დროს იყო ერთ-ერთი სტარტაპი, რომელიც პორტატულ, კომპაქტურ ბოსტანს აკეთებს. ბოსტანი სართულებზეა განლაგებული.
ჩვენ ძალიან დავინტერესდით და გვინდა, რომ სკოლებში ანალოგიურად პატარა ბოსტნები იყოს და მოსწავლეებს თავიანთი შრომის ნაყოფი ჰქონდეთ” _ აღნიშნა ჯეჯელავამ გადაცემა “რეალურ სივრცეში” სტუმრობისას.