,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი, თანაგუნდელებთან ერთად, ლაშისღელის უბნისა და სოფელ ნინოშვილისა მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატები – დავით ჩხარტიშვილი და კარლო კვიტაიშვილი წარუდგინა, ასევე, არსებული საჭიროებების შესახებ ადგილობრივებისგან ინფორმაცია მოისმინა, რომელიც, ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდება.
სარიშვილმა მოსახლეობას ადგილობრივი თვიმმართველობის საქმიანობაში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტები სწორედ მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს.
მერობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ზარალზე, რომელიც აზიურმა ფაროსანამ ლანჩხუთის მოსახლეობას მიაყენა.
„როგორც იცით, გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო შეწამლვა მიმდინარეობს. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში საყანე ფართობები და დიდი მასივები მუშავდება. გარდა ამისა, დაგირიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც ასახულია, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ფართობებსა და შენობებში”, – განუცხადა სარიშვილმა ამომრჩეველს.