საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ჩიბათის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ჩახვაძესთან ერთად, ზემო ჩიბათისა და ჭალის მოსახლეობას შეხდა.
მეობის კანიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და ის პროექტები გააცნო, რომლის განხორციელება მომდევნო ოთხი წლის განავლობაში მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.
მოსახლეობამ ძირათად პრობლემად შიდა გზები, წყალმომარაგების ქსელის გაუმართაობა და გაზიფიცირება დაასახელა.
„მთავრობას აქვს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს, რომ რომ არც ერთი სოფელი, უბანი არ დარჩეს გაზის, წყლისა და გზის გარეშე. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა სოფელში მაქსიმალურად მოგვარდეს წყალმომარაგების პრობლემა. რაც შეეხება გაზიფიცირების საკითხებს, 2018 წლიდან დაიწყება ჩიბათის სოფლების გაზიფიცირება“, – აღნიშნა კანდიდატმა.
მერობის კანდიდატი ასევე, თანაგუნდელებთან და ლაშისღელე-აგარაკის მაჟორიტარობის კანდიდატ კარლო კვიტაიშვილთან ერთად, ლანჩხუთში, დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა გზის რეაბილიტაცია და წყლის პრობლემის მოგვარებაა.
ალექსანდრე სარიშვილმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. მან ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი და მაჟორიტარობის კანიდატის, კარლო კვიტაიშვილის არჩევის შემთხვევაში, ყველა პრობლემა მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციისა და მათი ჩართულობის შედეგად მოგვარდება.