ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი უკრაინის ტერიტორიიდან შესულ თვითმფრინავებს აღარ მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას vesti.ru ავრცელებს.
ქვეყნის ლიდერის თქმით, ეს არის პასუხი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების, რომელმაც ბელორუსული თვითმფრინავები არ შეუშვეს თავიანთ საჰაერო სივრცეში.
„ვინაიდან უკრაინამ საჰაერო სივრცე დაგვიხურა, უკრაინიდან თვითმფრინავებს უბრალოდ არ მივიღებთ ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, მაისის ბოლოს, Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, უკრაინამ ბელარუსთან ავია მიმოსვლა შეაჩერა და ბელარუსულ თვითმფრინავებს მისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.
ავტორი: მერაბ ცაავა