საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატის შემდეგ, საქართველოში არ შემოუშვეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე იუგენი სუშენკო, რომლებიც კიევიდან თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ, ასევე ქვეყანაში არ შემოუშვეს არც ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღღლე, ალისია ბაცმანი.
ჟურნალისტი ალისია ბაცმანი FACEBOOK-ზე წერს, რომ დაადეპორტეს.
“სასაზღვრო კონტროლზე ვართ. არაფერს გვეუბნებიან ამბობენ, რომ სისტემური შეფერხებაა. ნახევარ საათზე მეტია არ გვიშვებენ. მე გორდონის მთავარი რედაქტორი ვარ და დიმიტრი გორდონთან ერთად ვიმყოფები აქ და არ გვიშვებენ. არც არაფერს მეუბნებიან.
ახლა საქართველოდან დაგადეპორტეს. საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო და მშიშარა გადაწყვეტილება ჩვენი მიხეილ სააკაშვილის დაცვისა და მხარდაჭერის გამო. ვგეგმავდით მიხეილ სააკაშვილის ციხეში მისვლას, ალბათ ინტერვიუს ჩასაწერად, რაზეც ისაუბრა ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან.
რისი გეშინიათ, რას მალავთ, საქართველოს ხელისუფლებავ, ნუთუ ასე გეშინიათ საჯაროობის და სინათლის?“ _ წერს ალისია ბაცმანი
ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.