ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლი ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც 90 წლამდე ცხოვრების გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ.
მეცნიერთა ჯგუფი ათი წლის განმავლობაში ხანდაზმულ ადამიანებს აკვირდებოდა და ცდილობდა იმის გარკვევას, თუ როგორი ცხოვრების წესი, ჩვევები და კვების უპირატესობა ეხმარება ადამიანებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
ზოგიერთი დასკვნა მოულოდნელი აღმოჩნდა.
ალკოჰოლი ხანგრძლივი ცხოვრების ნამდვილი ელექსირია, თუ მას ზომიერად მოიხმართ. დღეში 2 ჭიქა ღვინო ან ლუდი ნაადრევი სიკვდილის რისკს 18%-ით ამცირებს მაშინ, როცა სპორტით 15-45 წუთით დაკავება რისკს მხოლოდ 11%-ით ამცირებს.
ყავა ხანგრძლივი ცხოვრების კიდევ ერთი ელექსირია. დღეში ორი ფინჯანი ყავა ნაადრევი სიკვდილის რისკს 10%-ით ამცირებს.