ალოეს უნიკალური თვისებები გააჩნია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
შეიცავს მნიშვნელოვან ვიტამინებს: A, C და E. მაგალითად, A ვიტამინი აუცილებელია უჯრედების ზრდისა და კანის აღსადგენად.
შეიცავს სასარგებლო მინერალებს: რკინას, მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმის კარბონატს, ნატრიუმს, თუთიას.
გაჯერებულია აუცილებელი ამინომჟავებით, რომლებიც ჩვენს სხეულს სჭირდება ცილების ბალანსის დასარეგულირებლად. ეს კი, თავად განსაჯეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ძირითადად ცილებისაგან შედგება ჩვენი ტვინი, გული და კუნთები.
აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ამისათვის უნდა მიიღოთ მცენარის წვენი. გაითვალისწინეთ, ის უნდა იყოს სუფთა ალოე და არა დანამატებით გაჯერებული!
გამოიყენება დამწვრობისა და ჭრილობის სამკურალოდ. ალოე კარგი საშუალებაა დამწვრობისა და მცირე ჭრილობებისათვის. ამისათვის შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ალოეს სპეციალური გელი, რომელიც სწრაფად აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს.
კოსმეტიკური დანიშნულება. ალოეს დადებითი თვისებები აღმოაჩინეს კოსმოტოლოგებმაც და ახლა მას ფართოდ გამოიყენებენ კრემებში, გელებსა და შამპუნებში.მცენარეში შემავალი ნივთიერებები ასუფთავებს, აღადგენს და ანახლებს კანს, ამცირებს ნაოჭებს.
































































