ხელისუფლებისთვის მიცემული ერთ საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისი თქმით, გადაწყვეტილება პარტიებმა, საინიციატივო ჯგუფებმა და ახალგაზრდება ერთად მიიღეს.
“ორივი მხრიდან დავიძრათ და ყველა შესასვლელთან დავიკავოთ ადგილი, და მოვაქციოთ შენობა ალყაში, მშვიდობიანად”,_ განაცხადა ვაშაძემ.
მან პოლიციას მოუწოდა, რომ არ გაუწიონ ხალხს წინააღმდეგობა.
ასევე, მისი თქმით, ” ოცნება” ატარებს საპარლამენტო სესიას, და ამის უფლება არ უნდა მისცენ და მოაწყონ პიკეტირება.