გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და პასუხს არ მოითხოვენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ბერა ივანიშვილმა თქვა ის, რასაც, ვფიქრობ, თქვენც, მეც იმავეს ვიტყოდით. ადამიანმა თქვა, რომ თუ მას და მისი ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოსთხოვთ. გეკითხებით, თუ თქვენ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, ამაზე პასუხს არ მოითხოვთ? მარტივი ტესტი შემიძლია, შემოგთავაზოთ – გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და პასუხს არ მოითხოვენ.
ასეთი ადამიანები საჯაროდ გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. პირდაპირ გეუბნებით, როგორც საჯარო პირი და პოლიტიკოსი, მაქვს თმენის ვალდებულება, განსხვავებით ბერა ივანიშვილისგან, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ ვინმე მე და ჩემს ოჯახს არასწორად შეურაცხყოფას მოგვაყენებს, ჩვენც მოვითხოვთ პასუხს. თქვენ არ მოითხოვთ?“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.