ამ დღეებში, ივნისის ტემპერატურის რეკორდები მოიხსნა გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდში. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ექსტრემალურმა ამინდმა უკვე გამოიწვია ათობით ადამიანის სიკვდილი დასავლეთ ევროპაში.
საფრანგეთის საზღვართან მდებარე გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში დაფიქსირდა გერმანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 41,3°C. ნიდერლანდის პროვინცია ლიმბურგში ტემპერატურის რეკორდმა 39,4°C შეადგინა.
ბელგიელი სინოპტიკოსები არაოფიციალურად იტყობინებიან, რომ ქვეყანაში 40°C ტემპერატურა დაფიქსირდა. ივნისში ტემპერატურის რეკორდები ასევე მოხსნილია დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.





































































