“ამ დროისთვის ოზურგეთში არცერთი საჩივარი არ დაწერილა”,_ ამის შესახებ ოზურგეთის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა.
“არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 1 საათის მონაცემებით ოზურგეთის არცერთ საარჩევნო უბანზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა”, – გვითხრა ბერდია ლომიძემ.
“გახარია -საქართველოსთვის” წევრმა სოფო ქარცივაძემ ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ დამკვირვებელს ჰქონდა მცდელობა ამომრჩევლის არჩევანი გაეგო.
“ამომრჩეველი აპირებდა არჩევანის გაკეთებას და მასთან ახლოს იდგა ერთ-ერთი დამკვირვებელი. ჩვენი პარტიისგან ამ ადამიანმა მიიღო გაფრთხილება. თუ განმეორდა მსგავსი შემთხვევა აუცილებლად დაიწერება საჩივარი” – გვითხრა სოფო ქარცივაძემ.



































































