„ამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან. დაავიწყდა სიმამრის კლანი ტილებივით რომ შეასია ქვეყანას. თქვენი პროკურატურის შეთითხნილივე ბრალდებებითაც კი მხოლოდ ის “დამიმტკიცეთ” რომ “პარტიული ნიშნით” ხალხი დავასაქმე, რასაც კალაძე და ოცნების მერები ათჯერ მეტი ოდენობით სჩადიან. სტრასბურგს აუცილებლად მოგიგებთ. იქ მურუსიძე ვერ გიშველით. ფაქტია, სამჯერ დამიჭირეთ და სახლში წაღებული ვერაფერი ნახეთ. რაც არ არსებობს, აბა რას ნახავდით?! აღზევებულ მდაბიოს დაავიწყდა მამამისი სისხლს რომ წოვს დედოფლისწყაროს და მთელ კახეთს. სუკის ნაჭრებივით რომ აათალეთ მეზობლობას მიწები. ამ ამებას მაჯაზე რაც საათი უკეთია, სამი სოფლის მოასფალტებას ეყოფოდა და ეს გამოდის და ჩემზე/ჩვენზე ლაპარაკობს.
ე ტუტუც! ლაპარაკი დასწრებაზე კი არაა. დუმილია ოქრო, დუ-მი-ლი“,_ ამ პოსტით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ფოთის ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა უგულავას კორუმპირებული, დეგრადირებული პოლიტიკოსი უწოდა.