დღეს თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ქალთა მარში არის დაანონსებული.
ქალთა მარში გაიმართება ოზურგეთშიც. აქცია ე.წ. ჭადრების ბაღში 17:00 საათზე დაიწყება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო ურუშაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დღევანდელი აქციით უერთდებიან ქალთა მოძრაობის მიერ თბილისში დაგეგმილ ქალთა მარშს და მოთხოვნაა, პარლამენტმა უკან გაიწვიოს ე.წ. “რუსული კანონი”, რომელიც ცდილობს, ჩაახშოს ხმა და შეზღუდოს თავისუფლება.
„ ამ მარშით ჩვენ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი, ქალების ხმა გადამწყვეტია, ჩვენ არ შევეგუებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის, ღირსეულის ცხოვრების და ჩვენი თავისუფლებისთვის,“ – გვითხრა ნინო ურუშაძემ.
ავტორი