ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 35 ადამიანს ვერ უკავშირდებიან.
მისივე თქმით, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
„ამ მომენტისთვის გამოყვანილია აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და მაშველების ჩართულობით. ამ მომენტისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. პროცესი გრძელდება“, – თქვა ქარსელაძემ.
ვერტმფრენმა შოვში მუშაობა დღეს დილას განაახლა.