„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში მიმდინარე კვირას დაინიცრდება ფარა-ს ამერიკული კანონი.
„მიმდინარე კვირაში დაინიცრდება „ფარა”-ს ამერიკული კანონი რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ. „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. ასევე დარეგისტრირდება იმ კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას.
„ენჯეოების“ ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი. „სიპების“ ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტი-ნარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. ამ პროექტების საბოლო მიღებამდე რჩება თვე-ნახევარი, შესაბამისად, მოხდება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების დეტალური დამუშავება“,– განაცხადა მდინარაძემ.