ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას არ ჰყავს ოპოზიცია. ეს არ არის ოპოზიცია. გიორგი ვაშაძე არ ის ოპოზიცია. ადამიანი, რომელსაც პარლამენტის სახელით შეუძლია გამოვიდეს და ვიღაც ადამიანს, ამ შემთხვევაში ჩემზეა საუბარი, სამშობლოს ღალატი დასწამოს და ამას არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი გაგრძელება არ მოჰყვეს – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს რას ნიშნავს? პარლამენტის ტრიბუნიდან ადამიანი გამოდის და მეორე ადამიანს სამშობლოს ღალატს აბრალებს. მე აბსოლუტურად არ მადარდებს, გიორგი ვაშაძე რას ამბობს, მაგრამ მე ელჩებს ვეკითხები, პასუხი არ უნდა მოსთხოვონ? ან მე ვარ დამნაშავე და სახელმწიფოს ვუღალატე ან ის ადამიანი არ არის იმ ადგილის ღირსი. მთავარი ამოცანა კუბილიუსებისა და ფსევდო-ლიბერალური, კომუნისტურ-ლიბერალური ბიუროკრატიული ევროპის არის მორალის მოსპობა. ამაში ღებულობს ფულს კაპიტანი გიგაური. დღეს ევროპა პირველ რიგში თავისი პრობლემებით არის დაკავებული. აბა, შეხედეთ, ვინ ლაპარაკობს საქართველოზე? ერთი და იგივე, რამდენიმე კორუმპირებული ადამიანი. ისინი არ წარმოადგენენ ევროპას“, – განაცხადა ხაინდრავამ.
წყარო: imedinews