უკრაინაზე უახლესი სარაკეტო თავდასხმის დროს რუსულმა ძალებმა გამოიყენეს ისკანდერ-K სახმელეთო რაკეტები, რომელთა აღმოჩენა ძნელია და მათი გაშვება შესაძლებელია მცირე მანძილიდან,_ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა იური იჰნატმა.
„დაზუსტებული ინფორმაციით, ისკანდერ-K რაკეტები დაფრინავდნენ სამხრეთის მიმართულებით. ესეც საკრუიზო რაკეტაა, რომელსაც, პრინციპში, აქვს იგივე ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, რაც კალიბრს, მაგრამ ისკანდერ-K არის სახმელეთო საკრუიზო რაკეტა. არა ბალისტიკური. ეს რაკეტა დაფრინავს ძალიან დაბლა და, შესაბამისად, ძნელია მისი აღმოჩენა და ჩამოგდება. თუმცა, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს ასეთი რაკეტები“, – განაცხადა იჰნატმა.
სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რაკეტები გაისროლეს ოთხი ტუ-95 ტაქტიკური თვითმფრინავიდან, რომლებიც ჩვეულებრივ მოქმედებენ კასპიის ზღვის ტერიტორიაზე.