უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
“ჩვენ ომი არ აგვირჩევია. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ბრძოლა. თავად ღმერთი ჩვენ მხარესაა.
მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვა ჩვენი და ჩვენი ახლობლების მხრებზეა. ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს.
თუმცა, ჩვენ გვექნება საკმარისი ძალა მტრის დასამარცხებლად.
ბრძოლაში იბადება ერი.
უფალმა გფარავდეთ, ნათესავებო!
დაე, ჩვენი გამარჯვება იყოს უკრაინის კეთილდღეობის დასაწყისი და რუსეთის დასასრული!
ყველას ვინც ჩვენს რიგებშია, ვინც ახლა ჩვენს პოზიციებს ინარჩუნებს, ჩვენი დამცველების ნათესავ-მეგობრებს. ყველას, ვინც ლოცულობს, სწამს, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს – გილოცავთ ახალ წელს და შობას ყველას, ვინც ჩვენთან ერთად დგას მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ!” _ ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი.