ნელ-ნელა ახალი წელიც გვიახლოვდება და ალბათ, ამ მოვლენას უკეთესი მომავლისა და სიახლეების სურვილით ველით. როგორც ცნობილია, მთვარე ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, განსაზღვრავს მის ემოციებს, ენერგიას, შრომისუნარიანობასა და თავდაჯერებულობას. ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი კი, როცა განახლების, ტრანსფორმაციისა და გაუმჯობესების ეტაპი დგება, სწორედ ახალ მთვარეს ემთხვევა. ასტროლოგიაში ითვლება, რომ კონკრეტულ წელს, თუკი ადამიანის დაბადების თარიღი ახალი მთვარის თარიღს ემთხვევა, მაშინ მას განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელის.
2024 წელს 13 ახალი მთვარე გვექნება. მთვარე, რა თქმა უნდა, გავლენას ყველა ადამიანზე მოახდენს, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, თუკი ჩვენი დაბადების თარიღი ახალი მთვარის თარიღს, ახალ მთვარემდე ერთ დღესა და ახალი მთვარის შემდეგ დღეს ემთხვევა, ითვლება, რომ ჩვენთვის ის წელი ყველაზე იღბლიანია, ბევრ ახალ შესაძლებლობას მოგვცემს და წარმატების გაცილებით მეტი შანსი გვექნება.
2024 წელს ქვემოთ ჩამოთვლილი თარიღები უნდა გავითვალისწინოთ. თუკი დაბადების დღე ჩამოთვლილთაგან რომელიმე დღეს გაქვთ, ასტროლოგების თქმით, 2024 წელი თქვენთვის განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული იქნება:
2024 წლის იანვარი
10, 11, 12
2024 წლის თებერვალი
8, 9, 10
2024 წლის მარტი
9, 10, 11
2024 წლის მაისი
7, 8, 9
2024 წლის ივნისი
5, 6, 7
2024 წლის ივლისი
4, 5, 6
2024 წლის აგვისტო
3, 4, 5
2024 წლის სექტემბერი
2, 3, 4
2024 წლის ოქტომბერი
1, 2, 3, 31
2024 წლის ნოემბერი
1, 2, 30
2024 წლის დეკემბერი
29, 30, 31
2024 წლის აპრილი
7, 8, 9
პრინციპი ასეთია, 2024 წლის 11 იანვარს ახალი მთვარეა. შესაბამისად, იმ ადამიანს, რომლის დაბადების დღეც 11 იანვარს, ან კიდევ 10 და 12 იანვარსაა, 2024 წელს განსაკუთრებული წარმატება და ბევრი სიურპრიზი ელის.
beaumonde.ge