„ცხადია, ამ წიგნს ძალიან გაუმართლა. რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოიცა. ითარგმნა რუსულადაც. გამოსაცემად დამიკავშირდა არაერთი რუსული გამომცემლობა“, _ წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „გურული დღიურების შესახებ.
როგორც წიგნის ავტორი ამბობს, წიგნის გამოცემისას მისი ერთადერთი პირობა უნდა ყოფილიყო შესრულებული.
„ჩემი პირობა ერთადერთი იყო _ ყდაზე მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ საავტორო ჰონორარი გადაეცემოდა საქართველოს მხრიდან აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს გოგონას. ყველა დაფრთხა, მხოლოდ ერთი ფიქრობს დღემდე. და სანამ მოიფიქრებს წიგნი უკვე გამოვეცით და ვეცდებით ამ ფორმით რუსულ ბაზარზე შევიდეს. რუსულენოვანი მოსახლეობის ქვეყნებში ისედაც შევა. წინასიტყვაობის ავტორი მსახიობი მერაბ ნინიძეა. თარგმნა ანასტასია ხატიაშვილმა”, _ წერს გიორგი კეკელიძე.