ათ დღეზე მეტია, დიდთოვლობის გამო, სოფელ კაპროვანს (ნატანებში) არც ელექტრო ენერგია მიეწოდება და არც ბუნებრივი აირი.
“გურია ნიუსს” არაერთხელ დაუკავშირდა ადგილობრივი მოსახლე, რომელიც დახმარებას ითხოვდა _ აკაკი მიქაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზე, სტიქიის ზონაში, არ ჩასულა.
მოქალაქემ ამის შემდეგ ჩვენი მეშვეობით, გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძესაც მიმართა, თუმცა, პასუხი ორი დღეა, მოქალაქის მსგავსად, ჩვენც ვერ მივიღეთ.
დღეს ჩვენ დავუკავშირდით „ენერგო პრო ჯორჯიას“: “ამ წუთებში, კაპროვანში “ენერგო პრო ჯორჯიას” ოთხი ჯგუფი იმყოფება და მიდის პრობლემის მოგვარება”, _ გვითხრეს “ენერგო პრო ჯორჯიაში”.
ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, საღამომდე აღდგება.