ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები დღის ეთერსა და არხის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე მოვლენების ობიექტურ გაშუქებას მოითხოვს. ისინი ასევე პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტი მზია ამაღლობლის გათავისუფლებას ითხოვენ, პროტესტს მედიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
დღეს, 14 იანვარს, კრიტიკული მედიის ნაწილი 3 საათით გაიფიცა. მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტს 48 მედიაორგანიზაცია შეუერთდა.