
ამ წუთებში, ოზურგეთში, იუსტიციის სახლთან აქცია იმართება. ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი გურიაში თამარ ოგანოვა და იუსტიციის სახლთან შეკრებილი საზოგადოება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.






































































